Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისი გმობს რუსეთის მიერ ბაღაფშის ‘პრეზიდენტად’ მოხსენიებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ დაგმო რუსეთის საგარეო უწყების მიერ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის “აფხაზეთის პრეზიდენტად“ მოხსენიების ფაქტი.


თბილისსა და სოხუმში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების დელეგაციის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დელეგაციამ მოლაპარაკებები გამართა “საქართველოს პრეზიდენტთან [მიხეილ] სააკაშვილთან და აფხაზეთის პრეზიდენტთან [სერგეი] ბაღაფშთან“.


26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ბაღაფშს უწოდებს “იმ ტერიტორიის დე-ფაქტო ლიდერს, რომელსაც არ ცნობს თავად რუსეთის ფედერაცია“.


თავის საინფორმაციო შეტყობინებებში რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს “აფხაზეთის პრეზიდენტს“ და “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს“ უწოდებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button