ახალი ამბები

არეულობა ბათუმში დაკავებებით დასრულდა


დემონსტრანტებმა პოლიციის მანქანა ამოაყირავეს. ბათუმი,2017. ფოტო: რუსთავი 2-ის ვიდეოდან.
ბათუმში 11 მარტს არასწორი პარკირებისთვის დაჯარიმებით დაწყებული შელაპარაკება ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ასობით ბათუმის მკვიდრმა, როგორც მათ განაცხადებს, ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების „მკაცრი“ პოლიტიკა გააპროტესტა.
სპონტანური აქცია 11 მარტს დღისით იმ ორი პირის განთავისუფლების მოთხოვნით დაიწყო, რომლებიც მანამდე ბათუმში დააკეს, როდესაც ისინი არასწორი პარკირებისთვის დაჯარიმების თაობაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
საპროტესტო აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე, მათ შორის იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცივისტებიც, ბათუმის ცენტრში შეიკრიბა და ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტა.
პოლიციამ კიდევ რამდენიმე მომიტინგე ჭავჭავაძის გამზირზე და მოგვიანებით ასევე რეგიონული პოლიციის სამმართველოსთან დააკავა, რასაც მომიტინგეების მხრიდან აგრესიული სიტყვიერი რეაქციები მოჰყვა.
ექვსი დაკავებულის გათავისუფლების და ასევე პოლიციის უფროსის კახაბერ ბუხრაძის გადადგომის მოთხოვნით ღამის 11 საათისთვის მომიტინგეები ტბელ აბუსერიძის ქუჩაძე მდებარე რეგიონული პოლიციის შენობისკენ  დაიძრნენ; ამ უკანასკნელს მომიტინგეები გამკაცრებული პოლიციური ზომების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.
ისინი პოლიციის უფროსს ადგილობრივების უპატივცემულობაშიც სდებდნენ ბრალს.  მათი თქმით, ბუხრაძე, რომელიც ბათუმის მკვიდრი არ არის და ცოტა ხნის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, რეგიონის მცხოვრებლებს „თათრებს“ ეძახდა. ამგვარი ბრალდება დამოუკიდებლად არ დასტუდება, თუმცა ბათუმის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე არეულობაში მონაწილე რამდენიმე ლიდერის სოციალურ გვერდებზე ფართოდ გავრცელდა.
დაძაბულობა შუაღამისას კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც პოლიციის შენობიდან სპეცრაზმი გამოვიდა და მომიტინგეენი ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებითა ტერიტორიიდან განდევნა, რასაც მომიტინგეების აგრესიული რეაგირება მოჰყვა, რომლებიც პოლიციის შენობაში შეჭრას ქვების სროლითა და პოლიციის და მოქალაქეების მანქანების დაწვით შეეცადნენ. 

მოუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები დემონსტრანტებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ, არეულობა ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, ზურაბ პატარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით პირველმა მიმართა მომიტინგეებს და სიმშვიდისკენ  მოუწოდა. მან პირობა მისცა, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან კონსულტაციის შემდეგ ექვს დაკავებულ პირს გაანთავისუფლებდნენ. 

შუაღამეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ ექვსი დაკავებული განთავისუფლებულია და სიტუაციაში გასარკვევად ის ბათუმში ჩავა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გვიან ღამით წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მომიტინგეებს სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისკენ მოუწოდა. მან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბათუმში გაგზავნა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამთენიისას განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „დესტრუქციული პოლიტიკური ძალები“ „ვანდალური“ აქტების პროვიცირებაში დაადანაშაულა და  დასძინა, რომ პოლიციელებმა „მინიმალური“ ძალის გამოყენებით მოახდინეს რეაგირება, რათა შესაძლო „გართულებები“თავიდან აეცილებინათ.
არეულობა 12 მარტს დილამდე გაგრძელდა. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც პოლიციის დამატებითი ძალები ჩაერთდნენ და მომიტინგეები დაშალეს, მათ შორის, დაახლოებით 40 პირი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაახლოებით 30 პირი დაშავდა.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button