skip to content
ახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

ქართული ეროვნული ვალუტა ლარი, აშშ დოლართან მიმართებაში 23 თებერვალს 2.6029-მდე გამყარდა. 

ერთი დღით ადრე ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.6325 იყო.

ლარი ასევე გამყარდა ევროსთან მიმართებაში და 2.7333 შეადგინა. წინა დღეს გაცვლითი კურსი 2.7739 იყო.

ოქტომბრამდე, ერთი თვის განმავლობაში ლარი შედარებით სტაბილური იყო და აშშ დოლართან მიმართებაში 2.29-2.32-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც 30%-იანი გაუფასურებაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო.

თუმცა, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ლარმა გაუფასურება კვლავ განაგრძო და 22 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებლამდე – 2.7846 დაეცა.

ლარი ოდნავ გამყარდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა 20 დეკემბერს ლარის მხარდასაჭერად სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

თუმცა თითქმის მთელი იანვრის განმავლობაში ის გაუფასურებას განაგრძობდა და მხოლოდ თებერვლის დასაწყისიდან დაიწყო გამყარება.

2016 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 24 ინტერვენციის ფარგლებში სულ 280 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button