ახალი ამბები

დეპუტატი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა

პარლამენტმა 8 თებერვალს 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატ მანანა კობახიძის კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე.

კობახიძე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერი იყო, ახალ პარლამენტში ქართული ოცნების სიით შევიდა.

კობახიძის წარდგენას ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების კრიტიკა მოყვა, რომელთაც მის პოლიტიკურ წარსულზე მიანიშნეს და განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს „პოლიტიზირება“ მოყვებოდა. 

ერთი ადგილი ცხრა-წევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში 2016 წლის სექტემბრიდან თავისუფალი იყო, ვინაიდან ქეთევან ერემაძის ვადა, რომელიც ათწლიანი ვადით დაინიშნა პარლამენტის კვოტით, ამოიწურა.

მსგავსი/Related

Back to top button