Placeholder canvas
ახალი ამბები

სერბეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

სერბეთი შესაძლოა 27-ე ქვეყანა გახდეს, სადაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობას შეძლებენ იმ გადაწყვეტილების თანახმად, რაზეც სერბეთის მთავრობის წარმომადგენლები შეთანხმდნენ. 

სერბეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ივიცა დაჩიჩმა და ნებოიშა სტეფანოვიჩმა, ვაჭრობის, ტურიზმის და ტელეკომუნიკაციების მინისტრთან რასიმ  ლიაიჩთან ერთად 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ დაიწყონ პროცედურები აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.

„სერბეთის სავიზო პოლიტიკის განხილვის დროს, სამი მინისტრი შეთანხმდა, რომ გაამარტივონ სავიზო მოთხოვნები რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის, რათა განავითარონ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ტურიზმს შეუწყონ ხელი“, – აცხადებს სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს მოქალაქეებს 26 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. ამჟამად, ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესშია.

მსგავსი/Related

Back to top button