skip to content
ახალი ამბები

ფრანგული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს

ფრანგული სამხედრო ხომალდი Premier-Maitre L’Her 17 ოქტომბერს ბათუმის პორტში შევიდა „საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში“ განხორციელებული სამდღიანი ვიზიტით, განაცხადა საფრანგეთის საელჩომ თბილისში.

ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ერთობლივ წვრთნებს ყვინთვაში 18 ოქტომბერს  ჩაატარებენ, ხოლო 19 ოქტომბერს აბორდაჟის ოპერაცია გაიმართება, იტყობინება საფრანგეთის საელჩო.

Premier-Maitre L’Her ხომალდი A69 ტიპის გემებს მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ოპერაციებისთვის გამოიყენება, თუმცა ხშირად ასევე გამოიყენებენ დიდი საბრძოლო ხომალდების ესკორტირებისთვისაც.

ფრანგული ხომალდის ამ ვიზიტის შესახებ სექტემბერში, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტის დროს, გახდა ცნობილი.

მანამდე ფრანგული გემები ბათუმს სამჯერ სტუმრობდნენ 2014 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში – ფრანგული ფრეგატი “სურკუფი”, დაზვერვის ხომალდი Dupuy de Lôme და ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი Commandant Birot.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button