ახალი ამბები

ცესკო: 17 საათისთვის აქტივობამ 42.05% შეადგინა

ცესკოს ინფორმაციით, 17 საათისთვის აქტივობამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 42.05% შეადგინა ანუ კენჭისყრის დასრულებამდე სამი საათით ადრე საპარლამენტო არჩევნებში ხმა 1 477 562 ამომრჩეველმა მისცა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანალოგიური დროისთვის აქტივობა  53.03%–ს შეადგენდა.

ყველაზე მაღალი 54.5%-იანი აქტივობა ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში იყო 17 საათის მონაცემებით.

მსგავსი/Related

Back to top button