skip to content
ახალი ამბები

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისში ბაზას ხსნის და შვიდ ახალ მარშრუტს იწყებს

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air–მა განაცხადა 23 სექტემბერს, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზა გახსნა და შვიდ ახალ მარშრუტს ამატებს, რაც საერთო ჯამში 11-მდე გაზრდის ქუთაისიდან რვა ქვეყანაში განსახორციელებელ ფრენებს.

ავიაკომპანიამ უკვე განათავსა ერთი A320 მოდელის თვითმფრინავი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში გახსნილ ბაზაზე.  

ახალი მარშრუტებით ფრენები იწარმოებს ბერლინში, დორტმუნდში და მემინგემში (გერმანია; დაახლოებით 100 კილომეტრში მიუნხენიდან); ასევე ლარნაკაში (კვიპროსი); მილანში (იტალია); სოფიასა (ბულგარეთი) და სალონიკში (საბერძნეთი).

ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ბაზა 98 მილიონი აშშ დოლარის (A320 მოდელის თვითმფრინავის ღირებულება) ინვესტიციით გაიხსნა ავიაკომპანიის ოპერატორის მიერ, რაც კომპანიაში 36 სამუშაო ადგილს შექმნის.

Wizz Air, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა, მანამდეც ახორციელებდა ფრენებს ოთხი მიმართულებით (ბუდაპეშტი, კატოვიცე, ვილნიუსი და ვარშავა).

კომპანიის წარმომადგენელმა ოვაინ ჯოუნსმა განაცხადა, რომ კომპანიამ ქუთაისზე არჩევანი 2012 წელს შეაჩერა და მას შემდეგ 600 000  მგზავრის გადაყვანა განახორციელა დაბალი ღირებულების მარშრუტებით, რითიც ხელი შეუწყო ადგილობრივი ტურიზმის და ავიაციის სტიმულირებას და გააძლიერა ბიზნეს ურთიერთობები საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის.

მსგავსი/Related

Back to top button