მთავარი / ახალი ამბები / საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩინეთს სტუმრობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩინეთს სტუმრობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პეკინში თავის ჩინელ კოლეგას ჰან ჩანგფუს შეხვდა ორი თვის თავზე, რაც ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი თბილისს სტუმრობდა.

ორი მინისტრი სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფს თანათავმჯდომარეობდა 13 ივლისს, ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, რომლის განცხადებითაც, ამ სექტორში ორი ქვეყნის თანამშომლობას „უზარმაზარი პოტენციალი“ აქვს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი „ქართული ღვინის პოპუალარიზაციის ცენტრის“ გახსნას დაესწრო პეკინში. დანელიას თქმით, მისი სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარობის გასაზრდელად.

ჩინეთი ქართული ღვინის მეხუთე საექსპორტო ბაზარია 2015 წლის პირველ ნახევარში რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და პოლონეთის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით.

მაშინ როცა რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მკვეთრად დაეცა, შესაბამისად, 63%-ით და 60%-ით, ამავე პერიოდში ჩინეთში ექსპორტი 23%-ით გაიზარდა წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით და 759 969 ბოთლი შეადგინა.

About wpadmin