მთავარი / ახალი ამბები / თავდაცვის მინისტრი საფრანგეთს ეწვევა

თავდაცვის მინისტრი საფრანგეთს ეწვევა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 10 ივლისს საფრანგეთს ეწვევა, სადაც ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის თაობაზე პირველი ხელშეკრულება თინა ხიდაშელმა 15 ივნისს გააფორმა, როცა საფრანგეთს მინისტრის რანგში პირველად სტუმრობდა. მაშინ მან განაცხადა, რომ ხელმოწერისთვის მზადების პროცესში იყო იარაღის შესყიდვის თაობაზე მეორე „მნიშვნელოვანი“ ხელშეკრულებაც.

ამ კონტრაქტების თაობაზე, მათ შორის შესაძენი სისტემების ტიპისა და ღირებულების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, ვინაიდან ოფიციალური პირები კონფიდენციალურობის მოტივით თავს იკავებენ ამ თემების დეტალებზე საუბრისგან.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იქნება მაქსიმალურად დაცული. საქართველო ყიდულობს იმ ტიპის და ხარისხის იარაღს, რომელიც გამოიყენება დღეს ნატოს ყველაზე წამყვან ქვეყნებში და ითვლება ერთ–ერთ ყველაზე წამყვან ინფრასტრუქტურად საჰაერო თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ხიდაშელმა საფრანგეთში წინა ვიზიტის დროს.

 

About wpadmin