ახალი ამბები

PACE–ს პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასერი 7–8 მაისს საქართველოს სტუმრობს. 

თბილისში 7 მაისს იგი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს ხვდება.

იგი ასევე ეწვევა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და წეროვნის დევნილთა დასახლებასაც მოინახულებს.

8 მაისს ან ბრასერი ქუთაისში ჩავა, სადაც პარლამენტში მმართველი კოალიციის და ოპოზიციის დეპუტატებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს შეხვდება, რომელიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ქუთაისში იქნება, რადგან პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

მსგავსი/Related

Back to top button