ახალი ამბები

საიას ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძე დაინიშნა.

კოჟორიძე 2012–14 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას მოადგილედ პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა. 

 „პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერდება ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, როგორც არის ბატონი კახაბერ კოჟორიძე…მე მივესალმები მის ჩართვას პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით და მის მოღვაწეობას აქ, ასევე მე მინდა ხაზი გავუსვა ბატონი გიორგი აბაშიშვილის ძალიან ნაყოფიერ მუშაობას ადმინისტრაციაში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული შეხვედრის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button