ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატი კენჭისყრისას ჩავარდა

ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად წარდგენილი კანდიდატი მერაბ ტურავა 25 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაზე ჩავარდა.

მის არჩევას 69 დეპუტატმა მისცა ხმა, 20 წინააღმდეგ წავიდა; საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევას ფარული კენჭისყრით სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.

მერაბ ტურავა 2000-2005 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, თუმცა თანამდებობიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც საჯაროდ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლაში.

მსგავსი/Related

Back to top button