ახალი ამბები

სოხუმი აეროპორტის ‘რეკონსტრუქციის’ შესახებ წინასწარი შეთანხმების თაობაზე იტყობინება

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა ბესლან ბუთბამ 14 ნოემბერს სოხუმის აეროპორტის „რეკონსტრუქციის“ თაობაზე ხელი მოაწერა „განზრახულობის ხელშეკრულებას“ კრასნოდარში მოქმედ კომპანია „აეროპორტ დეველოპმენტთან“, იტყობინება „აფსნიპრესი“.

„აეროპორტ დეველოპმენტი“ რუსული უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის – „საბაზო ელემენტის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის მესაკუთრეც არის ოლეგ დერიპასკა.  „ბაზელ აერო“, რომელიც „საბაზო ელემენტის“, „რუსეთის სბერბანკის“ და სინგაპურის Changi Airport Group–ისგან შემდგარი ერთობლივი საწარმოა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში ამუშავებს აეროპორტებს, მათ შორის სოჭში, ანაპაში, გელენჯიკსა და კრასნოდარში.  

წინასწარი შეთანხმების დეტალები „აეროპორტ დეველოპმენტთან“, რომელიც ძირითადად საავიაციო ტერმინალების გარშემო არსებული ინფრასტრუქტურის მართვასა და განვითარებაზე მუშაობს, უცნობია. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, რუსული კომპანია საბოლოო ხელშეკრულებას სამი თვის ვადაში მოამზადებს.  

„ეს [აეროპორტი] რჩება სახელმწიფო სტრუქტურად; სარეკონსტრუქციო სამუშაოები და აღჭურვილობის შეძენა საინვესტიციო თანხებით განხორციელდება, თუმცა ყველაფერს სახელმწიფო გააკონტროლებს“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრის ბესლან ბუთბას სიტყვებზე დაყრდნობით.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წინასწარი შეთანხმება გაფორმდა სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებას და რუსულ კომპანიას შორის. სოხუმის აეროპორტის „რეკონსტრუქციის“ შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს რუსულ კომპანია „ნოვაპორტთან“ 2011 წელსაც მოეწერა ხელი, თუმცა ამას არანაირი განვითარება არ მოყოლია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button