ახალი ამბები

კარასინის თქმით, მოსკოვი აკვირდება საქართველოს მთავრობაში ცვლილებებს

მოსკოვი ყურადღებით აკვირდება საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს იმის გასარკვევად, თუ როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს ხელისუფლების კურსზე, განუცხადა „იტარ-ტასს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 6 ნოემბერს.

„გადადგომები, რომელიც ახლა საქართველოს მთავრობაში ხდება, ისინი პირველ რიგში, სახეს უცვლის თავად მთავრობას, მეორეც ის, რომ მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს ხელისუფლების კურსზე“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ყველაფერ ამას ყურადღებით ვაკვირდებით და ვაანალიზებთ“, – აღნიშნა კარასინმა, „ვაანალიზებთ იმ ამბებს, რომლებიც ყოველდღე მოდის თბილისიდან და შესაბამის დასკვნებს ვაკეთებთ“.

განცხადებები, რომ საქართველოს ევრო–ატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა ახლო მოკავშირეებმა გააკეთეს, განაცხადეს რა, რომ თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების ბოლოდროინდელი „პოლიტიკურად მოტივირებული“ დაკავებების სამიზნე ალასანია იყო და ეს წარმოადგენდა შეტევას „საქართველოს ევრო–ატლანტიკურ არჩევანზე“. ამგვარ განვითარებას შედეგად ალასანიას გათავისუფლება მოყვა მინისტრის პოსტიდან, რის შემდეგაც თანამდებობებიდან გადადგნენ  საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ხოლო ალასანიას პარტიამ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ქართული ოცნების მმართველი კოალიცია დატოვა.

საქართველოს ხელისუფლება – პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე – აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი შეუქცევადია და ის არ შეიცვლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button