skip to content
ახალი ამბები

საქართველო უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს გზავნის

დღეს საქართველო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 12 ტონა სამედიცინო ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1 მლნ ლარს შეადგენს. 

ჯანდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც მედიკამენტებსა და პირველადი სამედიცინო  დახმარების ნივთებს მოიცავს,  ამ წუთებში იტვირთება თვითმფრინავში მისი უკრაინაში გაგზავნის მიზნით.

საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის დახმარების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საჭიროებათა შემფასებელი მისიით სტუმრობდა კიევს აგვისტოს ბოლოს.

მსგავსი/Related

Back to top button