
ახალი ამბები
რუმინეთის პრემიერ–მინისტრმა ქართველ და მოლდოველ კოლეგებს უმასპინძლა
მარცხნიდან მარჯვნივ: მოლდოვას პრემიერ–მინისტრი იურიე ლიანკე; საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რუმინეთის პრემიერ–მინისტყრი ვიქტორ პონტა. ფოტო: საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთში თავის რუმინელ და მოლდოველ კოლეგებს, ვიქტორ პონტას და იურიე ლიანკეს შეხვდა.
რუმინეთის პრემიერ–მინისტრმა თავის ქართველ და მოლდოველ კოლეგებს მთავრობის რეზიდენციაში უმასპინძლა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა 21 ივნისს.
შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მარტში სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)