skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ‘სამართლიანობის აღდგენის პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე’

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭაში საარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე პირობა დადო, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესს „აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე“.

„ამ არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა მან 7 ივნისს, „მე გპირდებით, რომ ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს – სამართლიანობის დამკვირდების და სამართლიანობის აღდგენის პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“.

„ყველა, ვისაც მიუძღვის ბრალეულობა იმ საშინელი სისტემის შექმნისთვის, რომლითაც ათასობით და ათიათასობით ადამიანმა იზარალა ჩვენს ქვეყანაში, ყველა ამ ადამიანს, მე გპირდებით, რომ აუცილებლად მივცემთ პასუხისგებაში და ამ პროცესს აუცილებლად დავასრულებთ“, – განაცხადა მან.

ამბროლაურის ცენტრში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას მან ასევე მოუწოდა „მაქსიმალური აქტიურობისკენ“ 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე.

„მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, მეგობრებო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button