We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

თბილისის მერად 14 კანდიდატი იყრის კენჭს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატებად დაარეგისტრირა ყველა ის 14 პირი, რომელთაც 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერად კენჭისყრისთვის წარადგინეს განაცხადები.      

კანდიდატმა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მოიპოვოს, რათა პირველივე ტურში გამოცხადდეს გამარჯვებულად და მეორე ტურის გამართვა აღარ იყოს საჭირო.

ქვემოთ მოცემულია თბილისის მერობის კანდიდატების სია:

  • დავით ნარმანია, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, რომელიც მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ წარადგინა; 
  • ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული ნიკა მელია; ის ძველი თბილისის რაიონის გამგებელია, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა; 
  • დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის კოალიციამ დაასახელა; 
  • კახა კუკავა, რომელიც ახალი მემარჯვენეების და თავისუფალი საქართველოს საარჩევნო ბლოკმა წარადგინა;  
  • დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტიის ლიდერი,  რომელმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში დატოვა;
  • ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე; 
  • მედია საშუალება „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, რომელიც საქართველოს პატრიორთა ალიანსმა დაასახელა; 
  • მხატვარი თეიმურაზ მურვანიძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის პარტიამ „საქართველოს გზა“ წარადგინა; 
  • სერგო ჯავახიძე, რომელიც ორი პატარა პარტიისგან შემდგარი  საარჩევნო ბლოკის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ კანდიდატია. ჯავახიძემ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.13% მიიღო; 
  • ირაკლი ღლონტი პარტია „რეფორმატორებიდან“; 
  • მიხეილ სალუაშვილი, რომელიც წარადგინა პარტიამ უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე და რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.08% მიიღო; 
  • მერაბ კოსტავას საზოგადოების მიერ წარდგენილი გიორგი ლილუაშვილი, რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.12% მიიღო; 
  • გიორგი ლაღიძე პარტია „მომავალი საქართველოს“ სახელით იყრის კენჭს; ის 2010 წელს თბილისის მერის არჩევნებშიც იყრიდა კენჭს და ხმების 0.14% მიიღო; 
  • საქართველოს მშრომელთა საბჭოს მიერ დასახელებული როინ ლიპარტელიანი.

5 ივნისი მერობის კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ბოლო ვადაა; თუ ისინი ამ თარიღის შემდეგ მოხსნიან თავიანთ კანდიდატურებს, მათი გვარები მაინც დარჩება საარჩევნო ბიულეტენებში.

Back to top button