ახალი ამბები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი საქართველოს სტუმრობს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ნავი პილაი 18–22 მაისს საქართველოს სტუმრობს და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას განიხილავს.

დაგეგმილია ნავი პილაის შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ასევე გამართავს მოლაპარაკებებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, კონსტანტინე  კუბლაშვილთან, სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და თბილისში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის განმავლობაში, ნავი პილაი ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებს.

მსგავსი/Related

Back to top button