ახალი ამბები

აბაშიძემ და კარასინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

პრაღაში გამართული შეხვედრიდან მეორე დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ტელეფონით ესაუბრა.

„მოსაუბრეებმა, პრაღაში მათი ცოტა ხნის წინანდელი კონტაქტის განსავითარებლად, გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ურთიერთობების ცალკეულ პარქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს საღამოს.

ამავე ინფორმაციით, აბაშიძის თხოვნით კარასინმა მას გაუზიარა იმ შეხვედრის შედეგებზე შეფასებები, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით 17 აპრილს ჟენევაში ოთხმხრივ ფორმატში გაიმართა.

ჟენევის შეხვედრაზე აშშ, რუსეთი, უკრაინა და ევროკავშირი „კონკრეტულ ნაბიჯებზე“ შეთანხმდნენ  უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.  ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს გრიგორი კარასინიც ახლდა თან.

მსგავსი/Related

Back to top button