skip to content
ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ რუსთავის მერობის კანდიდატი დაასახელა

ნაციონალურმა მოძრაობამ 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე რუსთავის მერობის კანდიდატად მამუკა ჩიქოვანი დაასახელა.

შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და რუსთავის ყოფილი მერი მამუკა ჩიქოვანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. მაშინ მან რუსთავში ხმების 41.7% მოიპოვა და ის ზვიად ძიძიგურმა დაამარცხა კოალიცია ქართული ოცნებიდან.

ქართულ ოცნებას საკუთარი კანდიდატი რუსთავის მერის პოსტზე ჯერ არ დაუსახელებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button