ახალი ამბები

მირა ცხოვრებოვა

დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი

ზოგადი მონაცემები

  • მირა ცხოვრებოვა დაიბადა 1952 წლის 29 სექტემბერს ქ. ცხინვალში.
  • 1969 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის #2-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე.
  • 1975 წლიდან მუშაობდა სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში უცხო ენების კათედრაზე, ინგლისური ენის სპეციალისტად.
  • 1982 წელს ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
  • 1988-2009 წლებში მირა ცხოვრებოვა „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო“ უნივერსიტეტში მუშაობდა, სადაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა რუსული და საზღვარგარეთული ლიტერატურის, უცხო ენების და ინგლისურის ენის კათედრებს.

პოლიტიკური საქმიანობა

  • 2009 წლის 31 მაისს, სახელისუფლებო პარტია „ერთობის“ რიგებიდან, მირა ცხოვრებოვა აირჩიეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო V მოწვევის პარლამენტის წევრად და ვიცე-სპიკერად.
  • 2011 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროს, რომელიც არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის ალა ჯიოევას გამარჯვებას მოყვა, მირა ცხოვრებოვამ ედუარდ კოკოითის საჯაროდ მოუწოდა გადადგომისკენ.
  • 2012 წლის განმეორებით არჩევნებში საინიციატივო ჯგუფმა, რომელსაც პირველი პრეზიდენტის ლუდვიგ ჩიბიროვის ქალიშვილი მარინა ჩიბიროვა ხელმძღვანელობდა, მირა ცხოვრებოვა პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა.
  • თუმცა, 2012 წლის 6 თებერვალს ცხოვრებოვამ საკუთარი კანდიდატურა დიმიტრი მედოევის სასარგებლოდ მოხსნა, რომელიც იმ დროს რუსეთში სეპარატისტული რეგიონის ელჩი იყო და კვლავ ვიცე-სპიკერის საქმიანობას დაუბრუნდა.
  • 2013 წლის აპრილში მირა ცხოვრებოვამ განაცხადა, რომ საქართველო ვალდებულია სამხრეთ ოსეთს 2008 წლის ომის დროს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს.

 

Back to top button