We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

მერაბ ჩიგოევი

დე ფაქტო მთავარი პროკურორი

ზოგადი ინფორმაცია

მერაბ ჩიგოევი დაიბადა 1950 წლის 15 თებერვალს ლენინგორის (1991 წლიდან ახალგორი) რაიონის სოფელ ჯვარისუბანში.

1968 წელს დაამთავრა თბილისის ოსურენოვანი #11-ე საშუალო სკოლა.

1973 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

პროფესიული და პოლიტიკური კარიერა

  • 1974-1977 წლებში მუშაობდა მოსკოვში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ რაიონულ სამმართველოში.
  • 1977-1991 წლებში მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შს სამმართველოში, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა.
  • 1996-1998 წლებში მერაბ ჩიგოევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავარი პროკურორი იყო.
  • 1998-2000 წლებში მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, რის შემდეგაც იგი კვლავ გენერალურ პროკურატურას ხელმძღვანელობდა.
  • 2004 წლიდან 2008 წლამდე ჩიგოევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი იყო.
  • 2008 წელს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა.
  • 2009 წელს ჩიგოევი კომუნისტური პარტიის რიგებიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრად აირჩიეს.
  • 2011 წლის ნოემბერში მერაბ ჩიგოევი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა, თუმცა მოგვიანებით კანდიდატურა მოხსნა.
  • 2012 წლის 25 აპრილიდან მერაბ ჩიგოევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურორია.
Back to top button