ახალი ამბები

ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა უკრაინის მოვლენებზე დადგენილების პროექტის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პარლამენტის დადგენილების ერთობლივ ტექსტზე და შედეგად, 6 მარტის სხდომაზე უმრავლესობაც და უმცირესობაც დადგენილების საკუთარ პროექტებს დააყენებენ კენჭისყრაზე.

„უმრავლესობას და უმცირესობას შორის ერთიან ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 6 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ორი დღის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს და ცდილობდნენ ერთიან  ტექსტზე შეთანხმებას; მთავარი უთანხმოება უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ტექსტში შევიდეს ის პუნქტი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „აწარმოოს აქტიური დიპლომატიური კამპანია რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური იზოლაციისა და მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების დასაწესებლად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button