
ახალი ამბები
ბორის ატოევი
დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე
ზოგადი მონაცემები
- ბორის ატოევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ 2006 წლის 9 ნოემბერს, ედუარდ კოკოითის მმართველობის დროს დაინიშნა და აღნიშნული პოზიცია მან 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ლეონიდ თიბილოვის მთავრობაშიც შეინარჩუნა.
- 2006 წლის 9 ნოემბრამდე ბორის ატოევი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მაღალჩინოსანი იყო.
- ყაბარდო-ბალყარეთამდე მსახურობდა მოსკოვში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცენტრალურ აპარატში.
- არის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცერი. მსახურობდა ავღანეთში. ღია წყაროებში მისი ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაცია მწირია.
- ატოევი უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა 2014 წლის 21 აპრილს დატოვა, რის მიზეზადაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ატოევის საპენსიო ასაკი დაასახელა. ატოევის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ვიქტორ შარგაევი დაინიშნა.