ახალი ამბები

დავით სანაკოევი

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ზოგადი ინფორმაცია

  • დავით სანაკოევი დაიბადა 1976 წლის 14 დეკემბერს ქ. ცხინვალში.
  • 1993 წელს დაამთავრა ცხინვალის #5-ე საშუალო სკოლა. 1993-1998 წლებში სწავლობდა „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო“ უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე.
  • 2007 წელს ჩააბარა რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ საჯარო მოხელეთა აკადემიის ასპირანტურაში.

პროფესიული კარიერა

  • 1998-2000 წლებში დავით სანაკოევი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხრეთ ოსეთის საბავშვო ფონდის“ კონსულტანტი იყო.
  • 2001-2004 წლებში მუშაობდა „საზოგადოების მოტივირების და სოციალური განვითარების სააგენტოში“.
  • 2004 წელს დავით სანაკოევი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლად დაინიშნა.
  • პარალელურად, 2004-2009 წლებში მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სამთო ასეულის მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
  • 2004 წელს სამხრეთ ოსეთში ქართულ მხარესთან შეტაკებების დროს სანაკოევი დაიჭრა.
  • ის ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში. საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, 1 აგვისტოდან 6 აგვისტომდე, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის დავალებით ხელმძღვანელობდა ცხინვალიდან ბავშვებისა და ქალების ევაკუაციას.
  • 2009 წლიდან ჩართულია ჟენევის დისკუსიებში.
  • დავით სანაკოევი მონაწილეობდა 2012 წლის 25 მარტს ჩატარებულ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მან ხმების 24.58% აიღო და მეორე ტურში გავიდა. 8 აპრილს დე ფაქტო არჩევნების მეორე ტურში სანაკოევი ხმების 42.65%-ით ლეონიდ თიბილოვის წინააღმდეგ დამარცხდა.    
  • სანაკოევმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ აპირებდა ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას სახელწოდებით „ახალი ოსეთი“ („Наеуаег Ирыстон“), რომლის დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 26 მაისს ჩატარდა. პარტიის ლიდერად დავით სანაკოევი აირჩიეს.
  • 2012 წლის 30 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა დავით სანაკოევი ომბუდსმენის თანამდებობიდან გადააყენა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

დამატებითი ინფორმაცია

  • დავით სანაკოევი არის სამხრეთ ოსეთის კარატე-დო-ს ფედერაციის პრეზიდენტი.
  • დნესტრისპირეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის 2007 წელს მიღებული აქვს მედალი.
Back to top button