ახალი ამბები

ნუგზარ აშუბა

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი

ზოგადი მონაცემები

  • ნუგზარ აშუბა დაიბადა 1952 წლის 2 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ გვადაში.
  • 1976 წელს დაამთავრა საქართველის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ოჩამჩირის კავშირგაბმულობაში ინჟინრად.
  • ყავს მეუღლე და ორი შვილი. 

პოლიტიკური კარიერა

  • 1976-1986 წლებში ეწეოდა პარტიულ საქმიანობას. იყო ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივანი. მოგვიანებით დაინიშნა საქართველოს კომკავშირის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად.
  • 1984-1990 წლებში ნუგზარ აშუბა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო.
  • 1986-1992 წლებში – აფხაზეთის კულტურის მინისტრი.
  • 1992-1995 წლებში აშუბა რეპატრიაციის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
  • 1995 წლიდან ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას რუსეთში.
  • 1999 წელს გუდაუთის ჩაის ფაბრიკის, „ბელან“-ის დირექტორი გახდა. 
  • 2002 წელს ნუგზარ აშუბა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2007 წელს იგი ამ თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს.
  • 2011 წლის 26 ივლისიდან 28 აგვისტომდე, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების გამო, ნუგზარ აშუბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
  • 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნუგზარ აშუბა, რომელიც ოჩამჩირის რაიონის #27-ე საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს, სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგის და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის აპოლონ (დაურ) გურგულიას წინააღმდეგ დამარცხდა და V მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდა.
  • 2013 წლის 30 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ნუგზარ აშუბა უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. აშუბამ ამ თანამდებობაზე სტანისლავ ლაკობა შეცვალა მას შემდეგ რაც ლაკობა თანამდებობიდან გაანთავისუფლეს გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის საკითხზე პრეზიდენტთან წარმოქმნილი უთანხმოების გამო.
  • 2014 წლის იანვარში ნუგზარ აშუბა  გაერთიანდა სახელისუფლებო პარტია „ამცახარაში“. „ამცახარა“ აფხაზეთის ომის ვეტერანთა გაერთიანებას წარმოადგენდა, თუმცა 2013 წლის 27 ივნის ის პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა.
Back to top button