ახალი ამბები

ოთარ ცვიჟბა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი

ზოგადი მონაცემები

  • ოთარ ცვიჟბა დაიბადა 1956 წლის 17 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუში.
  • 1976 წელს დაამთავრა ტყვარჩელის #3-ე საშუალო სკოლა.
  • 1976-1978 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში, ხოლო ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ტყვარჩელის #3-ე საშუალო სკოლაში დაწყებითი სამხედრო მომზადების მასწავლებელი იყო.
  • 1979 წლიდან მუშაობდა მარკშეიდერის სამმართველოში.
  • 1980 წელს იგი კომუნისტური პარტიის წევრი გახდა.
  • 1981 წელს ცვიჟბამ მუშაობა ოჩამჩირის საავტომობილო სამმართველოში მძღოლად  დაიწყო.
  • 1988 წელს ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო მშენებლობების სპეციალობა დაამთავრა.
  • 1989-1990 წლებში ოთარ ცვიჟბა აქტიურად მონაწილეობდა მასობრივ შეკრებებსა და გამოსვლებში, რომლებიც ეთნიკური აფხაზების მიერ საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფის მოთხოვნით იმართებოდა. 1992-1993 წლებში იყო საომარი მოქმედებების მონაწილე, რა დროსაც დაიჭრა. არის ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდი.
  • 1993 წელს ოთარ ცვიჟბა ოჩამჩირის ჩაის ქარხანაში ცვლის უფროსად დაინიშნა. 1997 წლიდან კი სახელმწიფო საწარმო „არგო“-ს დირექტორად მუშაობდა, სანამ, 1998 წელს, ქ. ოჩამჩირის კომერციული ბანკის მმართველად არ დაინიშნა.
  • 2010-2012 წლებში ცვიჟბა სამშენებლო კომპანია შპს „Абхазрегионстрой“-ის დირექტორის მოადგილე იყო.

პოლიტიკური კარიერა

  • 2012 წლის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში იგი მე-5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატად და ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
Back to top button