
ახალი ამბები
ოთარ ხეცია
მილიციის გენერალ-მაიორი, დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი
ზოგადი მონაცემები
- ოთარ ხეცია დაიბადა 1965 წლის 19 თებერვალს ქ. გაგრაში.
- 1982 წელს დაამთავრა ქ. გაგრის #5-ე საშუალო სკოლა. 1987 წელს – ხარკოვის ავტო-სატრანსპორტო ტექნიკუმი, ხოლო 1996 წელს, ბელორუსიის შს სამინისტროს აკადემია.
- 1984-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
- 1986 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა ორგანოებში. ეკავა ქალაქ სოხუმის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობა.
პოლიტიკური კარიერა
- 2005 წლის 28 თებერვალს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის ბრძანებით, ოთარ ხეცია აფხაზეთის შს მინისტრად დაინიშნა.
- 2008 წელს ოთარ ხეციას მილიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.
- ოთარ ხეცია ყოველთვის მკაცრი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა. თუმცა მძიმე კრიმინოგენური ვითარების გამო მის წინააღმდეგ კრიტიკა ხშირად ისმოდა.
- 2010 წლის 12 აგვისტოს ოთარ ხეცია შს მინისტრის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე იქნა გადაყენებული.
- იმავე წლის ოქტომბერში ხეცია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.
- 2011 წლის ოქტომბრიდან კი ალექსანდრე ანქვაბის მიერ კვლავ შს მინისტრად იქნა გადაყვანილი.
დამატებითი ინფორმაცია
- ოთარ ხეციას ყავს მეუღლე და სამი შვილი.
- ხეცია არის აფხაზეთის ომის მონაწილე და 1994 წლის 27 სექტემბერს მინიჭებული აქვს „აფხაზეთის გმირის“ წოდება.