ახალი ამბები

ბესლან ჯოპუა

აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრი

ზოგადი მონაცემები

  • ბესლან ჯოპუა დაიბადა 1962 წელს აფხაზეთში.
  • სწავლობდა სოხუმში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბესლან ჯოპუა აგრონომად მუშაობდა, შემდგომში კომკავშირსა და პარტიაში.
  • 1989 წელს დაარსა ახალგაზრდული კომერციული ცენტრი „ამზა“.
  • 1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტში, სადაც აღმოსავლეთის ფრონტის ბატალიონის კომისარი იყო.
  • 1993 წელს ოჩამჩირის ჩაის დამფასოებელ საწარმოში მთავარი ინჟინერი იყო.
  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პოლიტიკური კარიერა

  • 2007 წლის 4 მარტს მეორეჯერ გახდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ოჩამჩირის N29 საარჩევნო ოლქიდან. პარლამენტში სოციალური პოლიტიკისა და ჯანდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
  • 2011 წლის 18 ოქტომბერს დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად, რის გამოც დეპუტატის მანდატი დათმო.

სხვა საქმიანობა

  • 2011 წლის ივნისში აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში მექსიკასა და ვენესუელას ეწვია. ვენესუელას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.
Back to top button