ახალი ამბები

რაუფ ციმცბა

აფხაზეთის დე-ფაქტო გადასახადებისა და მოსაკრებელთა მინისტრი

ზოგადი მონაცემები

  • რაუფ ციმცბა დაიბადა 1956 წლის 23 ნოემბერს ქ. გაგრაში.
  • 1975 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გაიწვიეს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ძალებში. მსახურობდა ქალაქ ფეოდოსიაში (ყირიმი, უკრაინა).
  • 1979-1984 წლებში სწავლობდა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აფხაზეთი) სამართალწარმოების სპეციალობაზე.  
  • 1984-1989 წლებში მუშაობდა ქალაქ სოხუმში, აფხაზეთის საბჭოს იურისტად ტურიზმისა და ექსკურსიების საკითხებში.
  • 1989-1990 წლებში იყო გაგრის რაიონის ადმინისტრაციული და საფინანსო ორგანოების ინსტრუქტორი.
  • 1990 წლის იანვრიდან 1990 წლის მარტამდე მუშაობდა ქ. გაგრის პროკურატურის გამომძიებლად. 1990 წლის მარტიდან 1992 წლამდე ქ. გაგრის საგადასახადო ინსპექციის უფროსი იყო, ხოლო 1994-2006 წლებში გაგრის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსი.
  • 2006-2011 წლებში რაუფ ციმცბამ მუშაობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელთა სამინისტროში, იურიდიული პირების დაბეგვრის სამმართველოს უფროსად.
  • რაუფ ციმცბას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პოლიტიკური კარიერა

  • 2011 წლის 4 აპრილს დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ბრძანებით, იგი გადასახადებისა და მოსაკრებელთა მინისტრად დაინიშნა. 2011 წლის 11 ოქტომბერს,  ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების დროს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ციმცბა კვლავ აღნიშნულ თანამდებობაზე დაამტკიცა.

დამატებითი ინფორმაცია

  • რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის 1999 წლის 17 ივნისის ბრძანებულებით, რაუფ ციმცბას მინიჭებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.

 

Back to top button