
ახალი ამბები
ზურაბ მარშანი
აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი
ზოგადი მონაცემები
- ზურაბ მარშანი დაიბადა 1970 წლის 11 აგვისტოს ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთი.
- 1987–1993 წლებში სწავლობდა ქ. ვლადიკავკაზში ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტ – ალანიაში პედიატრიის ფაკულტეტზე.
- 1995–1996 წლებში მუშაობდა ქ. ვლადიკავკაზში ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში.
- 1997–2000 წლებში მუშაობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ კანისა და ვენეროლოგიურ დისპანსერში ექიმ დერმატო–ვენეროლოგად.
- 2003 წელს მცირე ხნით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი ექიმი იყო.
- ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
პოლიტიკური კარიერა
- 2003–2005 წლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა.
- 2005 წლის 28 თებერვლიდან აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრია. 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით, ახალ მთავრობაშიც შეინარჩუნა პოსტი.
- ბოლო წლებში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო ზურაბ მარშანის მიმართ პერიოდულად გაისმის კრიტიკა პარლამენტის წევრების მხრიდან.