ახალი ამბები

დაურ ნაჭყებია

აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრი 

ზოგადი მონაცემები

  • დაურ ნაჭყებია დაიბადა 1960 წლის 24 ივლისს, ოჩამჩირის რაიონის სოფ. პაკუაშში.
  • სწავლობდა სოხუმის N1 სკოლა–ინტერნატში.
  • 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
  • 1983–1984 წლებში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი ფიზიკის კათედრის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელია.
  • 1992–1993 წლებში, საომარი მოქმედებების პერიოდში, აფხაზური რადიოს რუსული სამსახურის მთავარი რედაქტორი.
  • 1985–1996 წლებში აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურული კონსულტანტი.
  • 1997 წელს დანიშნეს ლიტერატურაში, ხელოვნებასა და არქიტექტურის სფეროში დიმიტრი გულიას სახელმწიფო პრემიის კომისიის პასუხისმგებელ მდივნად.
  • 2007–2008 წლებში გორკის სახელობის ლიტერატურულ ინსტიტუტში უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე სწავლობდა.
  • 2010 წელს აფხაზეთის სახელმწიფო გამომცემლობის „ალაშარას“ დირექტორად დაინიშნა.
  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პოლიტიკური კარიერა

  • 2000–იანი წლების დასაწყისში დაურ ნაჭყებია ყოველკვირეული ოპოზიციური გაზეთის, „აიტაირა“–ს (აღორძინება) რედაქტორი იყო. გაზეთი რუსულ და აფხაზურ ენებზე გამოდიოდა. გაზეთი ოპოზიციური საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობის „აიტაირა“–ს გამოცემა იყო. მოძრაობა, რომელიც 2001 წელს დაარსდა, აფხაზეთში პირველი ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობა იყო.  მოძრაობის ხელმძღვანელი იყო მოქმედი დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაურ ნაჭყებია ალექსანდრე ანქვაბთან ტანდემში ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა ალექსანდრე ანქვაბმა არჩევნებში მონაწილეობა პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ვერ შეძლო. 2004–2005 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში, სერგეი ბაღაფში–ალექსანდრე ანქვაბის ტანდემის გამარჯების შემდეგ, გაზეთის დაფინანსება შეწყდა. აფხაზეთში გავრცელებული მოსაზრებით, გაზეთს ალექსანდრე ანქვაბი აფინანსებდა, რომელიც იმ პერიოდში აფხაზურ პოლიტიკაში დამკვიდრებას ცდილობდა. გაზეთი იმ დროინდელ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა.
  • 2011 წლის 20 ოქტომბერს, პრეზიდენტის ბრძანებით, დაურ ნაჭყებია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრად დაინიშნა.

ლიტერატურული საქმიანობა

  • დაურ ნაჭყებია აფხაზეთის მწერალთა კავშირის წევრია. 2004 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობის გამო, კავშირის წევრების ნახევარმა კავშირი დატოვა და  აფხაზეთის მწერალთა ასოციაცია დააფუძნა.
  • დაურ ნაჭყებია პროზაული და პუბლიცისტური ნაშრომების ავტორია.
  • მისი ყველაზე ცნობილი რომანი, რუსულ ენაზე დაწერილი  „ღამის ნაპირი“, 2010 წელს 500 ეგზემპლარი ქართულ ენაზეც გამოვიდა. რომანი, საქართველოს ამჟამინდელმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ თარგმნა. „ღამის ნაპირი“ თარგმნილია სერბულ და სომხურ ენებზეც.
  • დაურ ნაჭყებიას პირადი ვებ–გვერდი აქვს, სადაც მისი შემოქმედებაა ასახული.

სხვა ინფორმაცია

  • 2013 წელს დაურ ნაჭყებია რუსეთისა და აფხაზეთის ხალხების მეგობრული ურთიერთობებისა და სამეცნიერო–საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ვერცხლის ორდენით „საზოგადოებრივი აღიარება“ დააჯილდოვეს.
  • 2013 წელს აფხაზურ მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ აფხაზეთში პოპულარული ინტენერტ–გვერდის abkhaz-auto.ru–ს ცნობილი ანონიმური მომხმარებელი „კოლხი“, დაურ ნაჭყებია იყო. „კოლხის“ კომენტარები ხელისუფლების მხარდამჭერ მოსაზრებებს და ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკას შეიცავდა. თუმცა, აფხაზურ მედიასთან ინტერვიუში დაურ ნაჭყებიამ უარყო „კოლხთან“ რაიმე კავშირი.
Back to top button