
ახალი ამბები
დავიდ ირადიანი
აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი
ზოგადი მონაცემები
- დავიდ ირადიანი დაიბადა 1979 წელს ქ. სოხუმში.
- 1985–1992 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის N14 საშუალო სკოლაში, 1992–1996 წლებში კი, სწავლა ქ. მოსკოვში, N832 საშუალო სკოლაში გააგრძელა.
- 1996 წელს ჩააბარა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ტერიტორიების მართვის ფაკულტეტზე, რომელიც 2001 წელს „ქალაქის კადასტრის“ სპეციალობით დაამთავრა. 2001–2004 წლებში ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში სწავლობდა, სადაც 2004 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „რეკრეაციული მიწების საკადასტრო შეფასება“. მოიპოვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
- 2005 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის აპარატში რეფერენტად ეკონომიკის საკითხებში, 2008–2010 წლებში კი, უფროს რეფერენტად.
- 2009 წელს რუსეთის სამართლის სკოლაში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა მეორადი უმაღლესი განათლების მიღების პროგრამის ფარგლებში.
პოლიტიკური კარიერა
- 2010–2011 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
- 2011 წლის 27 ოქტომბერს დაინიშნა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში ეკონომიკის მინისტრად. მისი წინამორბედი კრისტინა ოზგანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მისი დანიშვნის დროს ზოგიერთი ადგილობრივი და რუსული გამოცემა აღნიშნავდა რომ ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ადგილობრივი სომხური სათვისტომოს წარმომადგენელი ინიშნებოდა.