ახალი ამბები

ასლან ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი

ზოგადი მონაცემები

  • ასლან ბჟანია დაიბადა 1963 წლის 6 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში.
  • 1980 წელს დაამთავრა ტამიშის საშუალო სკოლა, ხოლო 1985 წელს – მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი.
  • 1985-1986 წლებში მუშაობდა სმოლენსკის ოლქის სატყეო მეურნეობაში, კაპიტალური მშენებლობების სამმართველოში.
  • 1987-1989 წლებში მუშაობდა ოჩამჩირის რაიკომში, ახალგაზრდა კომუნისტთა კავშირში.
  • 1998 წელს დაამთავრა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემია.

კარიერა

  • 1991 წელს ბჟანიამ  საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („კგბ“) უმაღლესი კურსები გაიარა. 
  • 1991-1992 წლებში მუშაობდა აფხაზეთის უშიშროების კომიტეტში, ხოლო 1992-1993 წლებში -აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.
  • 1994 წელს ბჟანია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და კომერციული საქმიანობა დაიწყო.
  • 2009-2010 წლებში იგი რუსეთში აფხაზეთის საელჩოს ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველი იყო.
  • 2010 წლის 24 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ბჟანია სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსად დანიშნა.
  • ბჟანიამ აღნიშნული თანამდებობა 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნა. 2011 წლის სექტემბერში ალექსანდრე ანქვაბმა იგი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში შეიყვანა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩააბარა.

სხვა ინფორმაცია

  • ასლან ბჟანია არის 2013 წლის 7 მაისს ანქვაბის განკარგულებით შექმნილი კომისიის წევრი, რომელიც გალისა და ტყვარჩელის რაიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისათვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების და მათზე აფხაზური პასპორტების გაცემის საკითხს შეისწავლა. 2013 წლის 13 მაისს კომისიამ აღნიშნულ რაიონებში მცხოვრებთათვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი შეაჩერა, ხოლო 17 მაისს ალექსანდრე ანქვაბმა შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს საგანგებოდ დაავალა ე.წ პასპორტიზაციის საკითხზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის მხარდაჭრა და ინფორმირება.  
  • 2011 წლის 8 აპრილს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მომხდარი შეტაკება, რომელიც რუსი მესაზღვრეებისა და აფხაზი ძალოვნების მიერ ერთ-ერთი მიტოვებული სახლის შემოწმებას მოყვა, ასლან ბჟანიამ ქართულ სპეცსამსახურებს დააბრალა. როგორც მან განაცხადა, შეტაკება, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის ოფიცრის სიცოცხლე შეეწირა, საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპრტამენტის ზუგდიდის სამმართველოს მიერ იყო ინსპირირებული.

მსგავსი/Related

Back to top button