skip to content
ახალი ამბები

შსს: ზუგდიდის რაიონში დიდი ოდენობით უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 თებერვალს განაცხადა, რომ ზუგდიდის რაიონში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო საეჭვოდ მიჩნეული მანქანიდან.

შსს-ის ინფორმაციით, ზუგდიდი რაიონის სოფელ ტყაიაში, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, პოლიციელებმა საეჭვოდ მიჩნეულ მანქანის მძღოლს გაჩერება სთხოვეს, რასაც „ის არ დაემორჩილა“. სამართალდამცავები დაედევნნენ მანქანას, რა დროსაც, შსს-ის ინფორმაციით, მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, ხოლო თვითონ და თანხმლები პირი მიიმალა.

პოლიციის განცხადებით, ორივე პირის ვინაობა დადგენილია და მათი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

„სამართალდამცველებმა მიტოვებული ავტომანქანის დათვალიერებისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა: „ა-კა-ეს“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 5 ჭურვი, 579 საბრძოლო ვაზნა, ვაზნების მოსათავსებელი 3 ჟილეტი, 17 მჭიდი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს.“, – იტყობინება შსს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button