ახალი ამბები

ღარიბაშვილი ისრაელს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 იანვარს ისრაელში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს, პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიდეონ საარს.

პრემიერ–მინისტრთან ერთად ისრაელში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ასევე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს უფროსი გიორგი პერტაია.
 
ეს ქართული დელეგაციის მეორე მაღალი დონის ვიზიტია ისრაელში ბოლო შვიდ თვეში.  2013 წლის ივნისში მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა ისრაელს. 2013 წლის ნოემბერში საქართველომ და ისრაელმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ჯერ არ შესულა ძალაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button