ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე კომენტარს აკეთებს

აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ის იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაციების წუხილს თბილისის მერისთვის, გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

„ვიზიარებთ სამოქალაქო საზოგადოების წუხილს არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ელჩმა ნორლანდმა 23 დეკემბერს.

„კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ზედმიწევნით და გამჭვირვალედ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button