ახალი ამბები

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და თბილისი პროკურორი დაინიშნენ

ახლად დანიშნულმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ პირველ მოადგილედ ირაკლი შოთაძე დანიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ლაშა ნაცვლიშვილი შეცვალა. ამ უკანასკნელმა მთავარ პროკურორს გადადგომის შესახებ 21 ნოემბერს მიმართა.  

შოთაძე ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. 2012–2013 წლებში ის ამ სამსახურში ხელმძღვანელობდა საგამოძიებო დეპარტამენტს, მათ შორის მაშინ, როცა საგამოძიებო სამსახურის უფროსი ფარცხალაძე იყო. 2006–2010 წლებში შოთაძე  პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა.

დღესვე თბილისის პროკურორად  მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე 20 ნოემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადამდგარი მაია მწარიაშვილი შეცვალა. 

ამ პოსტზე დანიშვნამდე შაყულაშვილს, რომელიც პროკურატურაში 2001 წლიდან მუშაობს,  გორის რაიონში პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2009–2012 წლებში იყო ხაშურის პროკურორი, 2007–2009 წლებში მცხეთის პროკურორის მოადგილე.

მსგავსი/Related

Back to top button