skip to content
ახალი ამბები

საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთში შესვლის გამო სატვირთო გემი დააკავა

საქართველოს სანაპირო დაცვამ თურქეთის მიმართულებით მცურავი სატვირთო გემი დააკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის საზღვაო რაიონში, შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე, განაცხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ 12 ნოემბერს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, გემი "IREM"-ი ბელიზის დროშის ქვეშ მიცურავდა.

გემზე იმყოფებოდნენ კაპიტანი – აზერბაიჯანის მოქალაქე და ეკიპაჟის წევრები: უკრაინის 5 და აზერბაიჯანის 2 მოქალაქე.

ბოლოს საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთში შესვლის გამო სატვირთო გემი ივლისში დააკავა, რასაც სოხუმის პროტესტი მოყვა.

This post is also available in: English Русский

Back to top button