
ახალი მთავარი პროკურორი დასახელდა
პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი მთავარ პროკურორად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ოთარ ფარცხალაძეს დანიშნავს, რომელიც ამ პოსტზე არჩილ კბილაშვილს შეცვლის.
37 წლის ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის რეგიონში შარშან, სანამ 2013 წლის იანვარში ამ სამსახურის უფროსის მოადგილე გახდებოდა; შემდეგ იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დააწინაურეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რომელსაც არაფორმალურად ფინანსური პოლიციას უწოდებენ, ფინანსური დანაშაულის გამოძიებას კურირებს.
„მე მჯერა, რომ ის [ოთარ ფარცხალაძე] იქნება ძალიან ეფექტური პროკურორი. მას ეყოლება ძალიან კარგი, ეფექტური გუნდი დაკომპლექტებული ახალგაზრდებით, გამოცდილი პროკურორებით“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 8 ნოემბერს.
არჩილ კბილაშვილმა, რომელიც ერთი წლის წინ მთავარი პროკურორის პოსტის დაკავებამდე ადვოკატი იყო, 7 ნოემბერს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ ის თანამდებობას 17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს იმ მოტივით, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გააჩნია ამჟამინდელ და მომავალ პრემიერ-მინისტრებთან პროკურატურაში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით. კბილაშვილმა განაცხადა, რომ ის რეფორმის სწრაპი ტემპით გატარების მომხრეა.
ღარიბაშვილმა. რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრია, განაცხადა, რომ მან უკვე შეარჩია თავისი შემცვლელი, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, მან უკვე გაიარა კონსულტაცია პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან მის შემცვლელზე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე და დასძინა, რომ მომავალი მინისტრი „ღირსეული და ახალგაზრდა“ იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)