ახალი ამბები

წლიური ინფლაციის დონემ ოქტომბერში 0.2% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ ოქტომბერში 0.2% შეადგინა მას შემდეგ, რაც სექტემბერში 1.3%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა. 

წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ ოქტომბერში 1.5% შეადგინა.   

წლიური ინფლაცია ოქტომბერში ოდნავ ასცდა ნულს, ძირითადად სიგარეტზე ფასების ზრდის გამო – 13.9%–იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2013 წლის სექტემბრიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა.

ჯანმრთელობის დაცვის და სასტუმროების და რესტორნების ჯგუფებზე ფასები 3.2%–ით და 3.4%–ით გაიზარდა, შესაბამისად.

ტრანსპორტის ჯგუფზე და ასევე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ოქტომბერში 3.5%–ით და 0.7%–ით შემცირდა, შესაბამისად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button