skip to content
ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველომ „დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა და კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ევრო–ატლანტიკური სტანდარტების დაკმაყოფილებისკენ“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

„მოვუწოდებ ქვეყანაში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას განაგრძონ ერთობლივი მუშაობა საქართველოს რეფორმების ამბიციური პროგრამის განსახორციელებლად“, – განაცახდა მან.

„ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას; ვუსურვებ მას წარმატებას ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოსტზე და მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას მის ახალ რანგში“.

„საქართველო ახლო და სანდო პარტნიორია ნატოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ახალ პრეზიდენტთან და მის გუნდთან, რათა საქართველოს მისი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ და ნატო–საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, – ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button