skip to content
ახალი ამბები

ლიტვის პრეზიდენტი მარგველაშვილს გამარჯვებას ულოცავს

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი მარგველაშვილს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას „წარმატება და გაძლიერება უსურვა საქართველოსთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის პერიოდში“.

„თქვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა და ამიტომ, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ საქართველოს ევროპული არჩევანი ვილნიუსის მოახლოებულ სამიტზე“, – დაწერა ლიტვის პრეზიდენტმა თავის მისალოც წერილში და მარგველაშვილი ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტრიორობის სამიტზე მიიწვია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button