ახალი ამბები

ცესკოს თქმით, წინასწარი შედეგების გამოცხადება გვიან ღამით დაიწყება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას შემდეგ, რაც საღამოს 8 საათისთვის საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა, განაცხადა, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა.

შარშან საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველი გაცილებით აქტიური იყო, როცა საარჩევნო უბნებზე 61.31% გამოცხადდა.

ყველაზე აქტიური საპრეზიდენტო არჩევნებზე  რაჭა-ლეჩხუმის (58.9%) რეგიონი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა  ქვემო ქართლში (37.7%) დაფიქსირდა. დედაქალაქში არჩევნებში მონაწილეობა თბილისელ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 48.2%-მა მიიღო.

ცესკოს პრესპიკერმა, ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია წინასწარი შედეგების გამოცხადებას „გვიან ღამით“ დაიწყებს.

„მას შემდეგ რაც საარჩევნო კომისიის წევრები დაასრულებენ ხმების დათვლას, ჩვენ დავიწყებთ შემაჯამებელი ოქმების ატვირთვას ჩვენ ვებ-გვერდზე, ხოლო მოგვიანებით გამოვაცხადებთ წინასწარ შედეგებს“, – განაცხადა მან.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button