ახალი ამბები
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 17 საათისთვის 39% შეადგინა
ამომრჩეველთა აქტივობამ 17 საათისთვის 39.07% შეადგინა, განაცხადა ცესკომ.
კენჭისყრის დასრულებამდე სამი საათით ადრე შარშან საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი – 53% იყო მისული საარჩევნო უბნებზე.
ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ არსებითი დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ზესტაფონის მე-9 უბანზე საარჩევნო ყუთის დაზიანებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც ხმის მიცემა შეჩერდა; მისი თქმით, საუბნო კომისია გადაწყვეტს, თუ როგორ გაგრძელდება კენჭისყრის პროცესი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)