ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო



ამომრჩეველი ხმას აძლევს დიდუბის რაიონის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

კვირას ქვეყნის მასშტაბით არსებული საარჩევნო უბნები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაიხსნა.

მართალია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს ლიდერის პოზიციები უკავია საპრეზიდენტო მარათონში, რომელშიც მასთან ერთად კიდევ 22 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა არჩევნების მთავარ ინტრიგად რჩება საჭირო გახდება, თუ არა მეორე ტურის გამართვა.

მისი მთავარი კონკურენტები არიან ნაციონალური მოძრაობიდან დავით ბაქრაძე, რომელიც 2008–2012 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ასევე 2001–2008 წლებში  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

17 ოქტომბერს პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი ურჩევს მარგველაშვილს გამოეთიშოს მარათონს, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო; მას შემდეგ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა მეორე ტურის შემთხვევაში იგი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშება.

ნაციონალური მოძრაობისთვის მიმდინარე არჩევნები ძირითადად ემსახურება მისი, როგორც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის გამყარებას, რაც იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ბაქრაძე გავა მეორე ადგილზე და არა ბურჯანაძე. 

პრეზიდენტი, რომელიც ხუთწლიანი ვადით ირჩევა, მეოთხე იქნება საქართველოს ისტორიაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შეცვლის; სააკაშვილს ეს თანამდებობა 2004 წლის იანვრიდან უკავია.

საქართველოში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების გზით შეიცვლება, თავისი მეორე ვადის სრულად ამოწურვის შემდეგ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button