ახალი ამბები

ორი ტელეკომპანია ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ეგზით პოლებს გეგმავს

ორი ქართული ტელეკომპანიის „რუსთავი 2“–ის და „იმედის“ დაკვეთით კვირის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი დამოუკიდებელი ეგზით პოლი ჩატარდება.

„რუსთავი 2“–მა განაცხადა, რომ მან კომპანია GfK–ი დაიქირავა; იგივე კომპანიას დაუკვეთა ეგზით პოლების ჩატარება საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2010 წლის ადგილობრივი და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ მან თბილისში მდებარე კომპანია ACT დაიქირავა ეგზით პოლების ჩასატარებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button