ახალი ამბები
ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა არჩევანი გააკეთეს
ავღანეთში განთავსებული ქართველი სამხედროები იყვნენ პირველი ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა მისცეს პრეზიდენტობის კანდიდატებს ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე ნაადრევად გამართული კენჭისყრის დროს 20 ოქტომბერს.
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ორ საარჩევნო უბანზე – „ლეზერნიკსა“ და „ერედვზე“ მისცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გარდა, არსებობდა ორი გადასატანი ყუთი, რომელთა გადატანაც დროულად მოხდა ბაზების „ფაიზელისა“ და „პალაციოს“ მიმართულებით.
ISAF–ის მისიაში დაახლოებით 1600 ქართველი სამხედრო მსახურობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირას გამართულ კენჭისყრაში დაახლოებით, 1500 სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)